არის ცხოველი ქაცვია, ტანზე ეკალი აცვია.
(ზღარბი)
აბლი, ბაბლი, ოქროს ტახტი, მზით ავიღე, მთვარით დავდგი.
(ყინული)
კაბად იქსოვს ბადეს, ბუზებს უგებს მახეს.
(ობობა)
ერთსა ალვისა ხეზედა
თორმეტი ტოტი
აბია;
სცვივა და
სცვივა ფოთოლი
ისევ იმდენი
ასხია.
(წელიწადი, თვეები, დღეები)